კახეთი - "საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისათვის"

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პროექტი „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ მეორე ეტაპი წარმატებით მიმდინარეობს. კომპიუტერებით სიღნაღის რაიონის კიდევ სამი სოფლის მაღაროს, კალოებისა და ანაგის ბიბლიოთეკები მომარაგდნენ. კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვა ასევე ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანის ბიბლიოთეკაც. 

აღსანიშნავია ასევე, რომ ამ ეტაპზე კახეთს უკვე „ციფრული ფოტომატიანის“ პირველი რეგიონალური წარმომადგენლობა ჰყავს. სიღნაღის ბიბლიოთეკა უკვე 1 ივნისიდან ციფრული სკანერით სარგებლობს და მალე სიღნაღის რაიონის მუზეუმების ფოტოარქივები და ოჯახებში დაცული ფოტოკოლექციები ეროვნული ბიბლიოთეკის უნიკალურ პროექტს „ციფრულ მატიანე“ დაემატება.  სიღნაღის რაიონის გამგეობა აქტიურად ჩაერთო ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში.


[საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია]


კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.