"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - თელავის ტრენინგი

პრეზიდენტის პროექტის ფარგლებში "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" მიმდინარე ტრენინგმა, ამჯერად თელავის ბიბლიოთეკა მოიცვა. ტრენინგის მთავარი თემა იყო კომპიუტერული ტექნოლოგიები თანამედროვე ბიბლიოთეკაში. პროგრამის ფარგლებში ბიბლიოთეკარებმა ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემა "Openbiblio"- ს ძირითადი სტანდარტები შეისწავლეს. ეს სისტემა პრეზიდენტის პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონის ყველა სასოფლო ბიბლიოთეკას მოიცავს. ტრენინგზე ასევე წარმოდგენილი იყო ბიბლიოგრაფიული სტანდარტები და ელექტრონული კატალოგის შექმნის პრინციპები.

მომვალში მსგავსი ტრენინგები საპილოტე პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონის ყველა ბიბლიოთეკას ჩაუტარდება.


კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.