"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - რაჭის ბიბლიოთეკები

პროექტი "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ახალ აქტიურ ფაზაში შედის. ჩვენი პროექტის ფარგლებში ამჯერად მოვინახულეთ ონის მუნიციპალიტეტში არსებული ღების, გლოლას, ღარის, უწეას, წედისის და სხვ. სოფლის ბიბლიოთკები. საბოლოო ჯამში, შეირჩევა 70 ბიბლიოთეკა, რომელიც ამ პროექტში მიიღებს მონაწილეობას.

პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკა" მთავარი კოორდინატორია ააიპ საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია. პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით. პროექტი გულისხმობს რეგიონებში რეგისტრირებული სოფლის ბიბლიოთეკების თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანას, მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, ასევე, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და თანამედროვე სერვისების დანერგვას. ბიბლიოთეკებისათვის კომპიუტერული ტექნიკის შეძენას, ინტერნეტით უზრუნველყოფას, თანამშრომლებისთვის კომპიუტერისა და ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაციის მოძიების სწავლებას. სოფლის ბიბლიოთეკების  ერთმანეთთან და რეგიონის მთავარ ბიბლიოთეკასთან, ასევე, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ინტეგრაციას.


კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.