სურამში განახლებული ბიბლიოთეკა გაიხსნა
ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის, სურამის განყოფილების 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 17 დეკემბერს, საზეიმოდ გაიხსნა სურამის განახლებული ბიბლიოთეკა.
ღონისძიებას დაესწრო საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი,ქალბატონი - რუსუდან ასათიანი, სურამისა და ხაშურის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე სვიმეონი,ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე, სურამის მაჟორიტარი დეპუტატი ირინა გელაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის სურამის განყოფილება მადლობას უხდის ადგილობრი ხელმძღვანელობას თანადგომისთვის.
კომენტარის გამოქვეყნება