ექვთიმე თაყაიშვილი-ღვთისკაცი გარდაცვალების 63 წლისთავისადმი მიძღვნილი მსვლელობა

18/02/2016 22:45

21 თებერვალს, ექვთიმე თაყაიშვილის გარდაცვალების დღეს 10:00-13:00 სთ-მდე, შედგება მსვლელობა ექვთიმე თაყაიშვილის სახლიდან (ვაშლოვანის ქუჩა N6, ექვთიმე თაყაიშვილის საქველმოქმედო ფონდი) მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, 12:00 სთ-ზე მამადავითის ტაძრის წინამძღვარი მთაწმინდის პანთეონში გადაიხდის პარაკლისს. ექვთიმე თაყაიშვილს ღვაწლზე ისაუბრებენ სასულიერო და საერო პირები.

მსვლელობა გაიმართება საქართველოს საბობლიოთკო ასოციაციის, საქართველოს საპატრიარქოს ბიბლიოთეკის და ექვთიმე-ღვთისკაცი თაყაიშვილის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით. მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ საპატრიარქოს ბიბლიოთეკის,  თბილისისა და რეგიონალური ბიბლიოთეკების თანამშრომლები და მკითხველები; ექვთიმე-ღვთისკაცის სახელობის 163 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები; სტუდენტები; ექვთიმე-ღვთისკაცის სახელობის ტაძრის მრევლი და სასულიერო პირები.
მსვლელობის მონაწილეთა შეკრება დაიწყება  21 თებერვალს 10 სთ-ზე, ვერის ბაღში ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლთან.

მსვლელობის მონაწილეებს  ვაშლოვანის ქუჩაზე საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ექვთიმე თაყაიშვილი-ღვთისკაცის საქველმოქმედო ფონდი და სამლოცველო.

საინფორმაცო მხარდაჭერა: საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“.

მსურველებს შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 557 60 08 35 ციცო ქველიძე.