ბიბლიოთეკა თელავის რაიონის სოფელ ქვემო ხოდაშენში

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა თელავის რაიონის სოფელ ქვემო ხოდაშენში სოფლის ბიბლიოთეკა მოინახულა, რომლის ტექნიკური აღჭურვაც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან განხორცილდა. პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ ფარგლებში ფონდის დახმარებით კახეთის რეგიონში 45 ბიბლიოთეკა აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკით, მრავალფუნქციური ლაზერული პრინტერებით და ინტერნეტით. ბიბლიოთეკარებმა კი, კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გაიარეს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ამ ბიბლიოთეკების სახით სოფლებში შეიქმნება საინფორმაციო ცენტრები, რომლებსაც კულტურულ - საგანმანათლებლო კერების დატვირთვა ექნებათ, სოფლის ახალგაზრდებს და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ შეიკრიბონ და სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელონ 

პრეზიდენტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში არსებული ყველა სოფლის ბიბლიოთეკის ფონდები შეივსო ახალი გამოცემებით.

პროექტს საბიბლიოთეკო ასოციაცია ახორციელებს.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, წელს, პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკისათვის“ მეორე ეტაპი ხორციელდება - „თანამედროვე ინტერნეტსერვისები საქართველოს სოფლების მოსახლეობისათვის". საბიბლიოთეკო ასოციაცია ფონდის დაფინანსებით საქართველოს საზღრისპირა რეგიონებში 70 სოფლის ბიბლიოთეკის ინტერნეტიზაციას განახორციელებს.

‪#‎პრეზიდენტისსარეზერვოფონდი‬


კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.