ბიბლითეკების კვირეული - 2016

2016 წლის 16-დან 22 აპრილის ჩათვლით საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ყველა მოქმედ ბიბლიოთეკაში ჩატარდება ბიბლიოთეკების კვირეული. კვირეულის დევიზია

„საინფორმაციო ტექნოლოგიები - ჩემი ბიბლიოთეკის მოდერნიზაცია!“

კვირეულის ფარგლებში საქართველოს ბიბლიოთეკები მასპინძლობენ სხვადასხვა ტიპის საჯარო ღონისძიებებს: გამოფენებს, ლიტერატურულ საღამოებს, წიგნების პრეზენტაციებს, შეხვედრების სერიებს მწერლებთან, პოლიტიკოსებთან და სხვა საინტერესო პიროვნებებთან. აგრეთვე ტარდება კონკურსები, სემინარები, დისკუსიები, საქველმოქმედო აქციები და სხვა.

კვირეულის პერიოდში ბიბლიოთეკარები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ, ერთობლივად ეძებენ და ჭრიან საერთო პრობლემებს, აგრეთვე, ჯამდება გასული წლის განმავლობაში განხორციელებული ახალი პროექტები.

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.