კონკურსი სკოლის ბიბლიოთეკებისათვის
http://iasl-online.mlanet.org/awards/index.html
სკოლის ბიბლიოთეკების საერთაშორისო ასოციაცია IASL აცხადებს საერთაშორისო კონკურსს სკოლის ბიბლიოთეკებისთვის!
➜ კონკურსის მიზანია, გამოავლინოს და წაახალისოს სკოლის ბიბლიოთეკების მიერ ინიცირებული კვლევისა და განვითარების აქტივობები IASL კონფერეციებსა და ასოციაციის სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობით.
➜ საამისოდ ასოციაციის მიერ გამოცხადდა რამდენიმე კონკურსი:
✓ ჯონ ლორის ლიდერობის განვითარების გრანტი
✓ კენ ჰეიკოკის ლიდერობის განვითარების გრანტი
✓ ტაკეში მუროფუშის კვლევის კონკურსი
✓ IASL წიგნები ბავშვებისთვის
➜ განაცხადები მიიღება როგორც ბეჭდურ, ისე ელექტრონული ფორმით. განცხადების გამოგზავნამდე, გთხოვთ გადაამოწმოთ საკონტაქტო ინფორმაცია: საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი, ელ-ფოსტა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სამდივნოს ელფოსტის მეშვეობით - E-mail: alexandra@penman-winton.com
კომენტარის გამოქვეყნება