ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
21 აპრილს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მიზანია:
- მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის ინტელექტის ამაღლებისა და ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობა;
- მოსწავლე-ახალგაზრდებს შორის წიგნისადმი ინტერესის გაღვივების პროცესის ხელშეწყობა;
- ახალგზრდების ჩართულობის ხელშეწყობა პროექტებში, ტრენინგებში, სასწავლო პროგრამებსა და საჯარო ლექციებში;
- საბიბლიოთკო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სიახლესთან გაცნობა;
- ახალგაზრდების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება;
- გამოცდილების გაზიარება და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და სხვა.
დღესვე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა წიგნის "საბიბლიოთეკო ფონდების აღრიცხვა" პრეზენტაცია.
კომენტარის გამოქვეყნება