სოფელ ქვედა საქარას ბიბლიოთეკას პერსონალური კომპიუტერი გადაეცა
პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის, IREX–ისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში კომპიუტერული ტექნიკა, ყველა საჭირო მოწყობილობით ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა საქარას ბიბლიოთეკას გადაეცა.
ბიბლიოთეკაში ჩვენი ერთ-ერთი ტრენერი ბიბლიოთეკარი, თეონა კაპანაძე მუშაობს, რომელმაც მანამდე კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ჩვენი პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში გაიარა.
კომენტარის გამოქვეყნება