პირველი კასკადური ტრეინინგი ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში
21-22 ივნისს, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა პირველი კასკადური ტრეინინგი. მას გაუძღვა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა საქარას ბიბლიოთეკარი თეონა კაპანაძე, რომელმაც ჩვენი პროექტის ფარგლებში ეს კურსი უკვე წარმატებით გაიარა.
ტრეინინგი ვანის, ხარაგაულის, ჭიათურისა და ზესტაფონის 12 ბენეფიციარ ბიბლიოთეკარს ჩაუტარდა.
პროექტის ფარგლებში იგეგმება კიდევ 8 კასკადური ტრეინინგის ჩატარება.
ტრეინინგის ამსახველი ფოტო-მასალა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს facebook გვერდზე
კომენტარის გამოქვეყნება