სოფელ სადმელის ბიბლიოთეკას პერსონალური კომპიუტერი გადაეცა
პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის, IREX–ისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში კომპიუტერული ტექნიკა, ყველა საჭირო მოწყობილობით ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელის ბიბლიოთეკას გადაეცა. დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს უფასო ინტერნეტით სარგებლობას.
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია
კომენტარის გამოქვეყნება