თსუ პირველ კორპუსში ახალი სამკითხველო დარბაზები გაიხსნა
23 აპრილს უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეს თსუ პირველ კორპუსში ახალი სამკითხველო დარბაზები გაიხსნა.
ბიბლიოთეკის ახალი სამკითხველო დარბაზები (შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალური სამკითხველო დარბაზი, მარო მაყაშვილის სახელობის მცირე სამკითხველო დარბაზი) აღჭურვილია თანამედროვე ლიტერატურითა და ტექნიკით. აქვს კომპიუტერული ცენტრი. სამკითხველო დარბაზებში დანერგილია თანამედროვე საბიბლიოთეკო მომსახურების ფორმები, მკითხველს შეუძლია სასურველი წიგნის მოძებნა როგორც ელექტრონული საძიებლის მეშვეობით, ასევე კვალიფიციური ბიბლიოთეკარის დახმარებით. შესაძლებელია სასურველი წიგნის ონ-ლაინ დაჯავშნა. პირველად საქართველოში მკითხველს შეუძლია ასლის დამზადების თვითმომსახურების რეჟიმით სარგებლობა.
ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, აკადემიური წრეების და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წყაროები: http://www.facebook.com/TbilisiStateUniversity
http://pirweli.com.ge/?menuid=23&id=4587
კომენტარის გამოქვეყნება