ინტერნეტ სემინარი (Webinar) ელექტრონული წიგნების მონაცემთა ბაზა Ebrary-ის შესახებ

webinar


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში 2 მაისს 12 საათზე ჩატარდა  ინტერნეტ სემინარი (Webinar) ელექტრონული წიგნების მონაცემთა ბაზის – Ebrary-ს მოხმარების შესახებ. Ebrary მოიცავს 50000 დასახელების ფართო შინაარსობრივი სპექტრის მქონე ელექტრონულ წიგნებს.


ინტერნეტ სემინარი ჩაატარა  Ebrary-ის წარმომადგენელმა ორიანა ფილიპიონეკომ.


სემინარის თემა იყო Ebrary-ის ინტერფეისი, კერძოდ თუ როგორ მოვიძიოთ მასში ჩვენთვის საინტერესო წიგნი, წიგნში კონკრეტული ტექსტის, წიგნის თაროს შექმნა და სხვებისათვის გაზიარება და ა. შ.


 სემინარს კონსორციუმის ურთიერთობასთან პასუხისმგებელი პირების გარდა დაესწრნენ კონსორციუმის წევრი ორგანიზაციების IT სპეციალისტები და სხვა რიგითი თანამშრომლები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან.


Ebrary-ით სარგებლობის ვიდეო სახელმძღვანელო

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.