საბავშვო ბიბლიოთეკები
ახალი საბავშვო ბიბლიოთეკის გახსნა ხაშურში
ხაშურში ახალი საბავშვო ბიბლიოთეკა გაიხსნა.
ბიბლიოთეკის გახსნას დაესწრნე ლიტვის ელჩი, საელჩოს წარმომადგენლები და ლიტველი სტუმრები, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი, ირაკლი ღარიბაშვილი.
თემა: საბავშვო ბიბლიოთეკა
რადიო1 FM 102.4 / 01.06.2012
რადიოგადაცემა "თავისუფალი ლიტერატურა"
თემა: საბავშვო ბიბლიოთეკა.
სტუმრები: ირმა მალაციძე–საბავშვო მწერალი (წამყვანი), პაატა პაპავა– საქ.დაწყებითი განათლების პროექტის წიგნიერების მიმართულების ხელმძღვანელი, ირაკლი ღარიბაშვილი–საქართველოსსაბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი, მაია მაღლაკელიძე–"ახალი სკოლის" დაწყებითი კლასების ბიბლიოთეკარი.
შვედური გამოცდილება ქართული ბიბლიოთეკებისათვის
30 მაისი, ოთხშაბათი 2012, ბელა ჩეკურიშვილი
ქართულ-შვედური სემინარი თემაზე "საბავშვო ბიბლიოთეკები", საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდისა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მიერ შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერით 27-28 მაისს ჩატარდა.
სემინარის მესამე დღეს კი გაიმართა სახელოსნო საბავშვო მწერლებისა და ილუსტრატორებისათვის.
პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა.
ბიბლიოთეკები ჩემი თაობისათვის ის იდუმალებით მოცული ადგილები იყო, სადაც ერთდროულად აღტაცებითა და მოწიწებით ვსტუმრობდით - გვანდობდნენ და მოგვქონდა წიგნები ოცნებებში სამოგზაუროდ. მერე მოხდა ისე, რომ ბიბლიოთეკებში სიარული მასობრივად შეწყდა და ამის მიზეზად ჭკვიანმა ადამიანებმა კომპიუტერის გამოჩენა დაასახელეს. თუმცა იმის დადგენას არავინ ცდილა, რა მოხდა, ასე ერთბაშად რატომ იბრუნა ყველამ პირი წიგნისგან, და იმ სამყაროსგან, რასაც წიგნები გვაძლევდნენ. იქნებ სხვა მიზეზებიც იყოს?