ბავშვთა საბიბლიოთეკო სერვისის განვითარება იმერეთის რეგიონში
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებაში პროექტ „ბავშვთა საბიბლიოთეკო სერვისის განვითარება იმერეთის რეგიონში“ ფარგლებში, 20-21-22 დეკემბერს, გაიმართა სამდღიანი სასწავლო კურსი. ტრენინგში მონაწილეობდნენ იმერეთის რეგიონის 11 რაიონის საბიბლიოთეკო სფეროს წარმომადგენლები. პროექტი განხორციელდა საქართველოში ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.