სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნა
წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე მასშტაბურად აღინიშნა სასჯელაღსრულების სისტემაში. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ორგანიზებით, N2, N5, N12, N14, N15 და N17 დაწესებულებებში ლიტერატურული საღამოები გაიმართა, ბიბლიოთეკებს კი სულ 4000-მდე წიგნი შეემატა, რომელიც „პალიტრა L“-მა, „ბაკნიმ“, ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტმა, ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ, პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალმა და ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკამ გადასცეს პატიმრებს.
სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში გაიმართა ლიტერატურული კონკურსი სადაც მსჯავრდებულების მიერ შექმნილი 5 საუკეთესო ესსე გამოავლინეს.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა - facebook
კომენტარის გამოქვეყნება