"შპრინგერის" წარმომადგენლობა საქართველოში

23 ივნისს, 14 საათზე, თსუ ეროვნული  სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო  დარბაზში, გაიმართება შეხვედრა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გამომცემლობის „შპრინგერის“ წარმომადგენლებთან.

გამომცემლობის სხვადასხვა სერვისების შესახებ პრეზენტაციებს გააკეთებენ ლიცენზირების მენეჯერი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბატონი ტაფერ ატტა, გამომცემლობა „შპრინგერის“ გაყიდვების უფროსი ქალბატონი ანჟელა ტიმერმანი და გამომცემლობა „შპრინგერის“ ვიცე პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთის, თურქეთის და ცენტრალური აზიის რეგიონებში ბატონი ასდაა კოტანი.

ისინი უფრო დაწვრილებით გაგვაცნობენ გამომცემლობა შპრინგერის მონაცემთა ბაზების ახალ სხვადასხვა სერვისებს მათ შორის ელექტრონული წიგნებს. გარდა ამისა, გააკეთებენ შემოთავაზებებს ბიბლიოთეკებისათვის.

პრეზენტაცია განკუთვნილია: უნივერსიტეტების ადმინისტრაციისათვის, ბიბლიოთეკარებისათვის, ხარისხის მართვის სამსახურებისათვის, პროფესორებისათვის, სტუდენტებისათვის.

ყველას გექნებათ საშუალება უშუალოდ დაუსვათ შეკითხვები პირად წარმომადგენლებს და  დააზუსტოთ მათთან ყველა  საინტერეოს საკითხი.

მისამართი:  მ.  ალექსიძის ქ. ¼

გთხოვთ მობრძანდეთ ან გამოაგზავნოთ დაინტერესებული პირი.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ელექტრონული საინფორმაციო რესურსების მართვის მენეჯერს თამარ ხახუტაშვილს

E-mail: tamunak@hotmail.com

ტელ.: 2331759; მობ.: (995 97) 12 54 32 ან (995 93) 30 49 42

[საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია]

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.