ნივთიერებაზე ყოფილ დამოკიდებულთა ნამუშევრების გამოფენა
7 ივლისს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ "კამარას" ორგანიზებით ნივთიერებაზე ყოფილ დამოკიდებულთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა სათაურით: "მე დავბრუნდი".
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ნახატები, ინსტალაციები, ქანდაკებები, მცირე ხელნაკეთი ნივთები.
ფერწერული ნახატები, მოხატული ჭურჭელი, სხვადასხვა მასალით და სტილით შესრულებული კომპოზიციები დამთვალიერებლებს ,,კამარას" ყოფილმა და ამჟამინდელმა პაციენტებმა წარუდგინეს.
გამოფენა სამ დღეს გაგრძელდება და 15 ივლისამდე გასტანს.
კომენტარის გამოქვეყნება