ხარაგაულის ბიბლიოთეკა პროექტში - "წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას"
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პროექტის ფარგლებში, რომელიც პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა, ა(ა)იპ ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ოცივე სასოფლო ბიბლიოთეკამ 500-500 ლარის ღირებულების ვაუჩერი მიიღო, რამაც ჯამში 10 000 ლარი შეადგინა. აღნიშნული ვაუჩერით შეძენილ იქნა 2 020 ცალი წიგნი, რომელიც თითოეულ ბიბლიოთეკაში თანაბრად გადანაწილდა. პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სოფლის ბიბლიოთეკარები და მათი სურვილისამებრ წიგნადი ფონდი შეივსო ძირითადად საბავშვო და მხატვრული ლიტერატურით. ამიერიდან ოცივე სასოფლო განყოფილების ბიბლიოთეკარები მკითხველს თანამედროვე წიგნადი ფონდით მოემსახურებიან.
კომენტარის გამოქვეყნება