ხულოს რაიონი, სოფელი დიდაჭარა
19 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ხულოს რაიონის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას 500 წიგნი გადასცეს.
უახლოეს ხანში საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა და ეროვნული ბიბლიოთეკისა ინიციატივით იგეგმება სოფელ დიდაჭარის საჯარო ბიბლიოთეკის აღდგენა. პირველი შეხვედრა ბიბლიოთეკის აღდგენის თაობაზე ხულოს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში უკვე შედგა.
სკოლის წიგნების გადაცემის ღონისძიებას მსახიობი დუტა სხირტლაძეც ესწრებოდა. მან სკოლის მოსწავლეებთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
კომენტარის გამოქვეყნება