პროექტის პრეზენტაცია პრეზიდენტის სასახლეში

ვიდეომიმართვა იხ. ბმულზე 

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ მეორე ეტაპის პრეზენტაცია. 

პროექტი მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტითა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას. პროექტის მეორე ეტაპზე ბიბლიოთეკარების გადამზადება და ტრენინგებიც იგეგმება.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დაესწრო. მან მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ბიბლიოთეკარებიც იყვნენ, სიტყვით მიმართა. ადმინისტრაციის უფროსმა მადლობა გადაუხადა ბიბლიოთეკების ყველა თანამშრომელს და საბიბლიოთეკო ასოციაციას აქტიური თანამშრომლობისათვის. 

განსაკუთრებით მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტით „აირექსი“ დაინტერესდა და მოგვეცა შესაძლებლობა ამ თანამშრომლობით კიდევ უფრო წარმატებით განვახორციელოთ პროექტი, რომელიც საქართველოს კიდევ 70 სოფლის ბიბლიოთეკის ინტერნეტიზაციას გულისხმობს.

შეხვედრაზე პრეზენტაცია წარადგინა ორგანიზაცია „აირექს საქართველოს“, წარმომადგენელმა მატეი ნოვაკმა. ასევე სიტყვით გამოვიდა პროექტის უშუალო განმახორციელებელი საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ხელმძღვანელი რუსუდან ასათიანი.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია

 

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.