ბიბლიოთეკართა კასკადური ტრეინინგი ხულოსა და შუახევის რაიონებში

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი ორგანიზებით 30 ივნისიდან ხულოს რაიონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მიმდინარეობს ბიბლიოთეკართა მორიგი კასკადური ტრეინინგი. ტრეინინგს ამჯერად ასოციაციის ტრენერი ბიბლიოთეკარი ნარგული ბოლქვაძე ატარებს. ტრეინინგს დაესწრებიან ხულოსა და შუახევის რაიონების სასოფლო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარები სოფლებიდან: დიდაჭარა, ღორჯომი, რიყეთი, ხიხაძირი, სხალთა და ჭვანა ასევე, ხულოსა და შუახევის ცენტრალური ბიბლიოთეკების წარმომადგენლები.

შემდგომში ჩვენი პროექტის ფარგლებში მათ ტრეინინგები თბილისშიც ჩაუტარდებათ.

ტრეინინგის ამსახველი ფოტო მასალა შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაციის facebook გვერდზე

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.