შეხვედრა სერბეთის კონსორციუმის (KOBSON) ხელმძღვანელთან

04/05/2012 16:00

4 მაისს 16 საათზე თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა  სერბეთის  კონსორციუმის (KOBSON) ხელმძღვანელთან, სერბეთის ეროვნული ბიბლიოთეკის  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსთან ქალბატონ  ბილიანა კოსანოვიჩთან.
ქალბატონი ბილიანა გაგვაცნობს სერბეთის კონსორციუმის  სტრუქტურას, მუშაობის გამოცდილებას და სხვადასხვა სერვისებს, მათ შორის  მეცნიერთათვის განკუთვნილ სერბეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ სერვისებს.

წარმოდგენილ იქნება აგრეთვე Eifl-ის "საჯარო ბიბლიოთეკების ინოვაციის პროგრამა", რომელიც ითვალისწინებს საჯარო ბიბლიოთეკებისათვის მცირე გრანტების გაცემას ინოვაციური სერვისის განვითარებისათვის (EIFL-PLIP).


შეხვედრა გაიმართება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის 1 კორპუსში, მისამართი: მ. ალექსიძის ქ. ¼