ბიბლიოთეკის განვითარების სტრატეგია

The text size have not been saved, because your browser do not accept cookies.

ვებ-დისკუსია ბიბლიოთეკარებისათვის: ბიბლიოთეკები, ახალი როლი, ახალი სერვისები ახალი ბიბლიოთეკარები

ვებ-დისკუსია ბიბლიოთეკარებისათვის: ბიბლიოთეკები, ახალი როლი, ახალი სერვისები ახალი ბიბლიოთეკარები -  

11/09/2013 - 21:00

11/09/2013 - 22:00
Etc/GMT+4

new libraries chat
ეს ინფორმაცია დღეს მივიღეთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის არხებით
.
დისკუსია აკადემიური ბიბლიოთეკების ახალ სერვისებზე გამიზნულია მეხიკოს (მექსიკა) ბიბლიოთეკებისათვის, მაგრამ იგი ინგლისურ ენაზეა და ღიაა დაინტერესებული ბიბლიოთეკარებისათვის სხვა ქვეყნებიდანაც.
თარიღი/დრო: დღეს, 11 სეტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე
ადგილი:  https://conx.state.gov/mexico (მიმართეთ ამ ლინკს და დარეგისტრირდით, როგორც „სტუმარი“ (Guest) ან Facebook-ით ან Twitter-ით.

ბიბლიოთეკები დღეს აღარაა მხოლოდ შენობები წიგნის თაროებით, 21-ე „საინფორმაციო საუკუნეში“ მათი როლი გაცილებით უფრო ფართოა და ეს კი მოითხოვს ახალი სერვისების ჩამოყალიბებას და ბიბლიოთეკარების ახალი უნარებისა და ცოდნის განვითარებას. საუბარი იქნება იმ პროექტებზე, რომლებიც უკვე ხორციელდება ან შეიძლება განხორციელდეს საუნივერსიტეტო და აკადემიურ ბიბლიოთეკებში.

იხ. ვრცლად

რადიოგადაცემა : ბიბლითეკები დღეს და მომავალში

რადიო1–ის 18.08.2012

თემა:ბიბლითეკები დღეს და მომავალში
სტუმარი:ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი,საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი
წამყვანი:ნინო დათუკიშვილი

ვორქშოფი ბიბლიოთეკის განვითარების საკითხებზე

3 და 4 აგვისტოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა ვორქშოფი ბიბლიოთეკის განვითარების საკითხებზე. ვორქშოფში მონაწილეობა მიიღო 40მდე ადამიანმა - მოხალისეებმა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა. მათ სამ თემატურ ჯგუფში სხვადასხვა საკითხებზე იმუშავეს. 1. ბიბლიოთეკის კონცეპტუალური განვითარება, 2. ბიბლიოთეკის სივრცითი განვითარება და 3. ბიბლიოთეკის მხარდამჭერი ჯგუფის გეგმის შემუშავება.

ვორქშოფი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების საკითხებზე

ვორქშოფი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების საკითხებზე -

ორგანიზაციები: დოკომომო საქართველო, ურბან რეაქტორი და ურბანული გარემოს ლაბორატორია ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელშეწყობით გამართავენ ვორქშოფს. ვორქშოფის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცემათ იმუშაონ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამომავლო განვითარების საკითხებზე. 
ვორქშოფის მიზნებია: 
1. სამეცნიერო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად, თანამედროვე პროგრესული ბიბლიოთეკების პრაქტიკისა და სამეცნიერო ბიბლიოთეკის წინაშე დღეისათვის არსებული პრობლემების გათვალისწინებით, მომზადდეს ბიბლიოთეკის კ
ონცეპტუალური განვითარების გეგმა;
2. კონცეპტუალური განვითერების გეგმის გათვალისწინებით დამუშავდეს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სივრცითი განვითარების გეგმა; 
3. დამუშავდეს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მხარდამჭერი საზოგადოებრივი გაერთიანების მიზნები და სამოქმედო გეგმა;
ინფოარხების ცნობების შეკრება