კონსორციუმის კრება

11/04/2012 17:00

2012 წლის 11 აპრილს საღამოს 17:00 საათზე ჩატარდება საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის საერთო კრება. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის (ყოფილი მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა) საკონფერენციო დარბაზში. მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. 1 კორპ. 4, პირველი სართული. შეკრებაზე განხორციელდება ჩვენი კონსორციუმის პროგრამების პრეზენტაციები, საუბარი იქნება მომავალ პერსპექტივებზე და კონსორციუმის აქტიურობაზე. დაწვრილებით განიხილება თითოეული პროგრამა.ლიცენზირების პროგრამა: ელექტრონული სამეცნიერო მონაცემთა ბაზები. ”თავისუფალი ხელმისაწვდომობის" პროგრამა: რეცენზირებული კვლევითი ლიტერატურის მოძიების პირდაპირი, შეუზღუდავი და უფასო საშუალება ინტერნეტის მეშვეობით. იგი იძლევა კვლევითი ლიტერატურის მაქსიმალური გავრცელების საშუალებას. ღია პროგრამული სისტემების პროგრამა: ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემები, ელექტრონული საბიბლიოთეკო პროგრამები: Openbiblio, Koha და ა.შ. ინტელექტუალურ უფლებათა პროგრამა: საავტორო უფლებების დაცვა. პროგრამა ინოვაციური მომსახურებები საჯარო ბიბლიოთეკებში: სხვადასხვა სახის გრანტები მიღების შესაძლებლობა.