პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ რეგისტრაცია დაიწყო
პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ რეგისტრაცია დაიწყო -
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროგრამაზე „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ რეგისტრაცია დაიწყო. სპეციალური განცხადება ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა გააკეთა.
27 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ელექტრონულად დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე: www.mes.gov.ge ან www.tpdc.ge (http://mes.gov.ge/content.php?id=2383&module=form_builder&proj_id=1).
პროგრამის მონაწილე პედაგოგები ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის სკოლებში ქართულ ენას შეასწავლიან. ისინი ადგილობრივ ოჯახებში იცხოვრებენ და რეგიონში მინიმუმ ერთი აკადემიური წლის მანძილზე დარჩებიან. პროგრამაში ჩართვამდე ყველა მონაწილე პედაგოგიკის პრინციპებში სპეციალურ მომზადებას გაივლის.
ვრცლად: http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=4642
[ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა]
კომენტარის გამოქვეყნება