იფლა/იუნესკოს საჯარო ბიბლიოთეკის მანიფესტი
იუნესკო
საჯარო ბიბლიოთეკის მანიფესტი
გზა შემეცნებისაკენ
თავისუფლება, კეთილდღეობა და განვითარება საზოგადოებისა და ცალკეული პიროვნებების ძირითადი საკაცობრიო ფასეულობანია. მათი მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კარგად ინფორმირებული მოქალაქეების მიერ თავიანთი დემოკრატიული უფლებების გამოყენებითა და საზოგადოებაში აქტიური როლის შესრულებით. დემოკრატიის განვითარებაში კონსტრუქციული მონაწილეობა დამოკიდებულია როგორც განათლების დონეზე ისევე ცოდნის, კულტურისა და ინფორმაციის შეუზღუდავ მიღებაზე.
საჯარო ბიბლიოთეკა, ცოდნის სამყაროს ადგილობრივი კარიბჭე, უზრუნველყოფს ინდივიდისა და სოციალური ჯგუფების კულტურის დონის ამაღლების, ცოდნის მუდმივი განახლებისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების ძირითად პირობას.
ეს მანიფესტი გამოხატავს UNESCO-ს რწმენას, საჯარო ბიბლიოთეკა წარმოადგენს განათლების, კულტურის და ინფორმაციის სასიცოცხლო ძალასა და ადამიანთა გონების მეშვეობით მშვიდობისა და სულიერი კეთილდღეობის მიღწევის აუცილებელი ფაქტორს.
ამიტომ UNESCO ყოველმხრივ ხელს უწყობს და ურჩევს ეროვნულ და ადგილობრივ ხელისუფალთ დაეხმარონ და აქტიურად ჩაერთონ საჯარო ბიბლიოთეკების განვითარებაში.
საჯარო ბიბლიოთეკა
საჯარო ბიბლიოთეკა არის ინფორმაციის ადგილობრივი ცენტრი, რომელიც ხელმისაწვდოს ხდის მკითხველისათვის ყველა სახის ინფორმაციასა და ცოდნის.
საჯარო ბიბლიოთეკები უზრუნველყოფენ მომსახურებას ყველასთვის, მიუხედავად ასაკის, რასის, სქესის, ეროვნების, ენისა თუ სოციალური მდგომარეობისა. განსაკუთრებული მომსახურებითა და მასალებით უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი ის მკითხველები, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეუძლიათ გამოიყენონ ჩვეულებრივი მომსახურება და მასალები. მაგალითად ენობრივი უმცირესობები, ინვალიდები, საპატიმროებსა და საავადმყოფოებში მყოფი ხალხი.
ყველა ასაკობრივმა ჯგუფებმა უნდა შეძლოს თავისი ასაკის შესაბამისი მასალების მოპოვება. ფონდები და მომსახურება უნდა მოიცავდეს როგორც თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ყველა შესაძლო სახის მასალებს, ასევე ტრადიციულსაც. მაღალი ხარისხი და ადგილობრივი პირობების გათვალისწინება უნდა წარმოადგენდს მომსახურების საფუძვლებს. მასალები უნდა ასახავდეს როგორც საზოგადოების განვითარების თანამედროვე ტენდენციებს, ასევე კაცობრიობის კაცობრიობის ისტორიული ძალისხმევისა აზრის წარმოსახვის ხსოვნას.
ფონდები და მომსახურება არ უნდა წარმოადგენდეს იდეოლოგიური, პოლიტიკური თუ რელიგიური სახის ცენზურისა, თუ კომერციული ზეწოლის საგანს.
საჯარო ბიბლიოთეკის დანიშნულება
საჯარო ბიბლიოთეკის მომსახურეობის ძირითადი ამოცანები, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმაციასთან, განათლებასთან, წიგნიერებასა და კულტურასთან შემდეგია:
1. ადრეული ასაკიდან ბავშვებში კითხვის ჩვევების განვითარება და განმტკიცება;
2. ყველა დონეზე, როგორც ინდივიდუალური თვითგანათლების, ასევე ოფიციალური განათლების ხელშეწყობა;
3. ხელსაყრელი პირობების შექმნა პიროვნების შემოქმედებითი განვითარებისათვის;
4. ბავშვებისა და მოზარდების წარმოსახვითი და შემოქმედებითი უნარის განვითარების ხელშეწყობა;
5. კულტურული მემკვიდრეობის, ხელოვნების, აღქმის, მეცნიერების მიღწევებისა და სიახლეების გაცნობის უზრუნველყოფა;
6. ყველა სახის საშემსრულებლო ხელოვნების, როგორც ჩაწერილი ნიმუშების ასევე მათ შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
7. კულტურათშორის დიალოგისა, კულტურული მრავალფეროვნებისა და თავისებურების წახალისება და ხელშეწყობა;
8. ზეპირ ტრადიციათა შენარჩუნება და ხელშეწყობა;
9. მოქალაქეების ყველა სახის საზოგადოებრივი ინფორმაციით უზრუნველყოფა;
10. ადგილობრივი საწარმოების, კავშირების და სხვა ჯგუფების მათთვის საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
11. საინფორმაციო და კომპიუტერული განათლებისა და ჩვევების განვითარებას;
12 ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის საგანმანათლებლო საქმიანობის და პროგრამების ხელშეწყობა, მათში მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში ასეთი საქმიანობის წამოწყება.
დაფინანსება, კანონმდებლობა და ქსელი
საჯარო ბიბლიოთეკები მომსახურება პრინციპში უნდა იყოს უფასო. საჯარო ბიბლიოთეკის საქმიანობა არის ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობისა და მზრუნველობის საგანი. იგი უნდა იყოს განმტკიცებული კანონმდებლობით და დაფინანსებული ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. საჯარო ბიბლიოთეკა უნდა იყოს კულტურის, ინფორმაციით უზრუნველყოფის და წიგნიერების გავრცელებისა და განათლების ნებისმიერი გრძელვადიანი სტრატეგიის აუცილებელი კომპონენტი.
ბიბლიოთეკების ერთიანი სახელმწიფოებრივი კოორდინაციისა კოოპერაციის მიზნით, საკანონმდებლო და სტრატეგიული გეგმებში უნდა განისაზღვროს ბიბლიოთეკების სახელმწითო ქსელის შექმნა და განვითარება, შეთანხმებული სტანდარტების საფუძველზე.
საჯარო ბიბლიოთეკების ქსელი დაკავშირებული უნდა იყოს როგორც ეროვნულ, რეგიონალურ, კვლევით და სპეციალურ ბიბლიოთეკებთან, ასევე სკოლების, კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებთან.
საქმიანობა და მართვა
მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული საჯარო ბიბლიოთეკების პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრავს მიზნებს, პრიორიტეტებს და მომსახურების ფორმებს, ადგილობრივი საზოგადოების მოთხოვნების გათვალისწინებით. საჯარო ბიბლიოთეკები ეფექტურად უნდა იყოს ორგანიზებული და მათში დაცული უნდა იყოს მომსახურების პროფესიული სტანდარტები.
უზრუნველყოფილი უნდა იყოს თანამშრომლობა შესაბამის პარტნიორებთან, მაგალითად მკითხველთა ჯგუფებთან და სხვა სპეციალისტებთან, როგორც ადგილობრივ, რეგიონალურ და ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზეც.
მომსახურება უნდა იყოს ფიზიკურად ხელმისაწვდომი საზოგადოების ყველა წევრისთვის. ეს მოითხოვს როგორც საბიბლიოთეკო შენობების მკითხველისათვის მოხერხებულ ადგილას განლაგებას, კარგ სამკითხველო და სასწავლო პირობებს, ასევე შესაბამის ტექნოლოგიებსა და მკითხველთათვის ხელსაყრელ სამუშაო საათებს. გათვალისწინებული უნდა იყოს ასევე იმ მკითხველთა მომსახურება, რომელთაც არ შეუძლიათ ბიბლიოთეკაში მისვლა.
საბიბლიოთეკო მომსახურება უნდა ითვალისწინებდეს ქალაქისა და სოფლის მცხოვრებთა განსხვავებულ მოთხოვნილებებს.
ბიბლიოთეკარი წარმოადგენს აქტიურ შუამავალს მკითხველსა და ინფორმაციის წყაროს შორის. ბიბლიოთეკართა პროფესიული განათლება და მისი მუდმივი ამაღლება აუცილებელია შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფისათვის.
ბიბლიოთეკის გარეთ საზოგადოების საინფორმაციო მოთხოვნილებების შესწავლა და დაკმაყოფილება, აგრეთვე მკითხველებისათვის საგანმანათლებლო პროგრამებმა უნდა უზრუნველყონ მოქალაქეების მიერ ბიბლიოთეკექის საინფორმაციო რესურსების სრული გამოყენება.
1994 წ.
მთარგმნელისგან:
“საჯარო ბიბლიოთეკა” თანამედროვე საერთაშორისო და ადგილობრივ დოკუმენტებში განიმარტება როგორც ბიბლიოთეკა, რომლის დაფინანსებას უზრუნველყოფს ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლება ან საზოგადოებრივი ჯგუფი, ხოლო მისი ფონდების შემადგენლობა უნივერსალურია ამ საზოგადოების მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. ამ ტერმინის ნაცვლად ქართულ ენაში იხმარებოდა ტერმინი “მასობრივი” ან “სახალხო ბიბლიოთეკა”.
მანიფესტი სხვა ენებზე (იფლა–ს საიტზე) http://archive.ifla.org/VII/s8/unesco/manif.htm