საქართველოს ლურჯი ფარის პრეზენტაცია
ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, ისევე როგორც ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტი, მიზნად ისახავს ჰააგის კონვენციისა და მისი ორივე ოქმის შესრულებას: კულტურული მემკვიდრეობის დაცვას საგანგებო სიტუაციებისას; რისკისათვის მზადყოფნისა და რისკის მართვის გეგმების შემუშავებასა და შესრულებას კულტურული ფასეულობების დასაცავად.
ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს ეროვნული კომიტეტის (საქართველოს ლურჯი ფარი) დამფუძნებელ ორგანიზაციებს - ICOM საქართველოს, ICOMOS საქართველოს, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასა და საქართველოს ეროვნულ არქივს, გვაქვს პატივი მოგიწვიოთ საქართველოს ლურჯი ფარის პრეზენტაციაზე, რომელიც გაიმართება საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში 18 მარტს, სამშაბათს, 17:00 საათზე (მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. 1 კორპ.4)
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის საქმიანობის მიზნები და სამოქმედო გეგმა.
წინასწარ დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის.
პატივისცემით,
ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
კომენტარის გამოქვეყნება