EBSCO-ს პირველი ვიზიტი საქართველოში!

27 მაისს 14 საათზე თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, აკადემიური ონლაინ ბიბლიოთეკის  ორგანიზაციის EBSCO-ს წარმომადგენლებთან (მისი მონაცემთა ბაზა 90 000 დასახელების ელექტრონულ წიგნს აერთიანებს).

ეს გახლავთ EBSCO-ს პირველი ვიზიტი საქართველოში. მოწვეულნი არიან ორგანიზაციის  რეგიონალური გაყიდვების მენეჯერები ბატონ ანდრეი საკალოუ და რეიკო რაიე. ისინი უფრო დაწვრილებით გაგვაცნობენ EBSCO-ს მონაცემთა ბაზების ნაცნობ და ასევე, ჩვენთვის უცნობ ახალ სხვადასხვა სერვისებს. მოგვიყვებიან ელექტრონული წიგნების და EBSCO Discovery service-ის შესახებ.

ყველა დაინტერესებულ პირს თუ ონგანიზაციას ეძლევათ საშუალება უშუალოდ EBSCO-ს წარმომადგენლებს დაუსვათ შეკითხვები და დააზუსტოთ მათთვის საინტერესო ყველა საკითხი.

 

შეხვედრა გაიმართება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის 1 კორპუსში, მისამართი: მ. ალექსიძის ქ. ¼

 

გთხოვთ მობრძანდეთ ან გამოგზავნოთ დაინტერესებული პირი.


დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ელექტრონული საინფორმაციო რესურსების მართვის მენეჯერს თამარ ხახუტაშვილს
E-mail: 
tamunak@hotmail.com
ტელ.: 2331759; მობ.: (995 97) 12 54 32 ან (995 93) 30 49 42

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.