საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია - სიღნაღის მუნიციპალიტეტი
საქართველოს საიბლიოთეკო ასოციაციის პროექტის "კომპიუტერი ყველა სოფლის ბიბლიოთკას" კიდვ ერთი წარმატებული ნაბიჯი - სიღნაღის რაიონის სოფელი ჯუღაანის ბიბლიოთეკა კოპმიუტერითა და მრავალფუნქციური პრინტერით აღიჭურვა. ამავე პროექტის ფარგლებში სოფელ ტიბაანის ბიბლიოთეკასაც გადაეცა კომპიუტერული ტექნიკა.
ამავე რეგიონის საბავშვო ბიბლიოთკაში რეალიზდა ასოციაციის, ეროვნული ბიბლიოთკისა და "ჯეოსელის" ერთობლივი კიდევ ერთი წარმატებული პროექტი "ციფრული ფოტომატიანე". აქ პროექტის რეგიონალურმა წარმომადგენლებმა 300-ზე მეტი ფოტო გააციფრეს და ეს მასალა მალე ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ მატიენეს შეემატება. მოგვიანებით ამას დაემატება სიღნაღის რაიოონში დაცული ფოტომასალაც.
პროექტი გრძელდება და ერტაპობრივად კომპიუტერული ტექნიკა ყველა სოფლის ბიბლიოთკას გადაეცემა.
კომენტარის გამოქვეყნება