ბიბლიოთეკების კვირეული

საბიბლიოთეკო დღეები - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საინფორმაციო ცენტრი

ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ საბიბლიოთეკო დღეების ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ხუთ მუნიციპალიტეტში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საინფორმაციო ცენტრები გახსნა. პრეზენტაციები მიმდინარეობდა 4-8 მაისს ზუგდიდის, თელავის, სამცხე-ჯავახეთის, ქუთაისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების მთავარ საბიბლიოთეკო სივრცეებში. ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ,  ნინო პავლიაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზები  გააცნო.  ბაზებზე წვდომა შესაბამისი ბიბლიოთეკების მკითხველთათვის უმეტესწილად ხელმისაწვდომი და თავისუფალი იქნება. 

როგორ ჩატარდა 2012 წლის "ბიბლიოთეკების კვირეული"

ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ ჩატარდა 2012 წლის კვირეული. მაგალითად რა მოხდა თქვენთან საინტერესო ისეთი, რაც მეგობრებსაც დააინტერესებდა? რა შეიძლება შეიცვალოს "კვირეულების" ჩატარების ფორმაში? რა იდეები გაქვთ მომავლისათვის? რა პრობლემები წარმოაჩინა კვირეულმა? ვინ იყო თქვენი "კვირეულის გმირი"? და სხვა...


მე მომეწონა (როგორც ვხვდები) ზუგდიდის ბიბლიოთეკის ერთ-ერთი მკითხველის თუ მეგობრის წერილი

ინფოარხების ცნობების შეკრება