ბიბლიოთეკარების კვალიფიკაციის ამაღლების კურსები

The text size have not been saved, because your browser do not accept cookies.

ბიბლიოთეკარების კვალიფიკაციის ამაღლების  კურსები 

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია რეგულარულად ატარებს ბიბლიოთეკარების კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო კურსებს. კურსი განკუთვნილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბიბლიოთეკარებისათვის. მისი ხანგრძლივობაა 2 კვირა (შაბათ–კვირას დასვენება). გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

ასოციაცია მუდმივად ცდილობს თანამედროვე სტანდარტების დანერგვას საქართველოს სხვადასხვა ბიბლიოთეკებში და სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული კურსი.

სწავლების პროგრამაში შედის ისეთი საკითხები როგორიცაა:

საბიბლიოთეკო მენეჯმენტი;
ახალი სიანფორმაციო ტექნოლოგიები ბიბლიოთეკებში;
სიახლეები საბიბლიოთეკო საქმეში;
საზოგადოებასთან ურთიერთობა;
საბიბლიოთეკო კლასიფიკაცია;
ელექტრონული კატალოგების წარმოება;
ინტერნეტ-სერვისები, პროექტები და გრანტები და სხვა.