შეხვედრა ბიბლიოთეკაში

23 იანვარს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა იმერეთის მხარის ბიბლიოთეკების ხელმძღვანელ პირთა სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრაზე განიხილეს იმერეთის რეგიონში განხორციელებული პოლონური საერთაშორისო პროექტის შედეგები, ასევე ისაუბრეს პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე.
ბიბლიოთეკებმა მიიღეს მითითება წიგნადი ძეგლების ფონდის ფორმირების შესახებ, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციის საფუძველზე.

შეხვედრა ბიბლიოთეკაში