ძვირფასო მეგობრებო!

The text size have not been saved, because your browser do not accept cookies.

სიხარულით გაცნობებთ, 

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციას საქართველოს პრეზიდენტის ფონდისგან გამოეყო თანხა სოფლის ბიბლიოთეკების  უახლესი წიგნადი გამოცემებით აღჭურვის მიზნით. 

 

ჩვენი მონაცემებით, საქართველოში ამჟამად ფუნქციონირებს 613 სასოფლო და ცენტრალური ბიბლიოთეკა. სასოფლო ბიბლიოთეკების ფონდი ბოლო წლების განმავლობაში ბიბლიოთეკების მცირე ბიუჯეტის გამო პრაქტიკულად არ შევსებულა. 

პროექტის მიზანია, სოფლის ბიბლიოთეკებისათვის გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი უახლესი ქართული გამოცემებიდან (გამოცემების დაბეჭდვის თარიღი უნდა იყოს 2004 წლის შემდგომი პერიოდი) ახალი წიგნების გადაცემა. 

გადასაცემ წიგნებს აირჩევენ თავად ბიბლიოთეკები. 

თითოეულ ბიბლიოთეკაზე გამოყოფილია 500 ლარი, ხოლო ბიბლიოთეკარები წიგნებს აარჩევენ ამ მიზნით სპეციალურად გამართულ გამოფენაზე, რომელიც გაიმართება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციულ კორპუსის საგამოფენო დარბაზში, .. 27-28 დეკემბერს. 

 

წიგნების შესყიდვას ბიბლიოთეკარები განახორციელებენ ვაუჩერების საშუალებით. ყველა გამომცემელსა და წიგნებით მოვაჭრეს გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გამოგვიგზავნოთ მეილზე: ruska110@gela.org.ge და ina.r@sciencelib.ge   .. 20 დეკემბრამდე. (იხილეთ თანდართული ფაილები 

 

წიგნის გამოფენაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა ჩარიცხონ მოსაკრებელი - 50 ლარი საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ანგარიშზე: 

 

საბანკო რეკვიზიტები:                                                        

სს "თიბისი ბანკი"                                                               

კოდი:  TBCBGE22                                                          

ანგარიშსწორების ანგარიში:                                             

GE31TB0600000100700162 (ლარი)      

 

წიგნების გამოფენაში მონაწილეობის მსურველ გამომცემლებთან და წიგნის მოვაჭრეებთან გაფორმდება ხელშეკრულება.

 

საკონტაქტო პირები: რუსუდან ასათიანი: 577436478, ruska110@gfela.org.ge

ინა რობაქიძე: 555362924,  ina.r@sciencelib.ge

ვაუჩერიზაციის პროექტის სარეგისტრაციო ფორმა და 'საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის' საბანკო ანგარიში იხილეთ თანდართულ ფაილებზე




კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.