ICT ტრეინინგები - კომპიუტერული უნარჩვევების კურსი
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციიის პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში კომპიუტერული უნარჩვევების საბაზისო კურსი გრძელდება. ტარდება ტრეინინგები სასოფლო ბიბლიოთეკების ბიბლიოთეკარებისათვის. პროექტის ფარგლებში კომპიუტერზე მუშაობას 70 ბიბლიოთეკარი შეისწავლის.
ტრეინინგებს ტრადიციულად მასპინძლობს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ლიბერთი ბანკის დარბაზი.
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია
კომენტარის გამოქვეყნება