rusudan-(ი)ს ბლოგი
ბიბლიოთეკარების საყურადღებოდ!
➡ საბიბლიოთეკო კვირეულის დახურვა შედგება 22 აპრილს, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, სადაც გაიმართება პრეზენტაციების კონკურსი თემაზე „საინფორმაციო ტექნოლოგიები - ჩემი ბიბლიოთეკის მოდერნიზაცია“.
➡ პრეზენტაციაზე განხილული უნდა იყოს შემდეგი სახის აქტივობები:
• როგორ და რა სახის საინფორმაციო ტექნოლოგიებია დანერგილი ბიბლიოთეკაში;
• როგორ იყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს ბიბლიოთეკარები მკითხველთა მომსახურებისთვის;
• როგორ იყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს ბიბლიოთეკარები ბიბლიოთეკის აქტივობების გასაშუქებლად;
• მომსახურების ახალი სფეროებისა და ჯგუფების ათვისება;
• წიგნმომარაგების ახალი წყაროების გამოყენება;
• შესაბამისი რეორგანიზაციის ჩატარება ბიბლიოთეკაში და სხვა.
კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდება 10 აპრილს. გამარჯვებულს გამოავლენს დამსწრე საზოგადოება, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.
ტრენინგები ტრენერობისათვის
2016 წლის 4-7 აპრილის, პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში იგეგმება ტრენინგების ჩატარება. თბილისში, ქვეყნის მასშტაბით 15 სოფლის ბიბლიოთეკის თანამშრომელს ჩაუტარდება ტრენინგი ტრენერებისთვის.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაიგებენ, თუ როგორ უნდა გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები მკითხველისთვის, როგორ უნდა გარდაქმნან ტრადიციული ბიბლიოთეკა თანამედროვე საჯარო სივრცედ, როგორ უნდა შეიქმნას უშუალოდ, მკითხველზე მორგებული გარემო და როგორ არის შესაძლებელი დააინტერესო ის ადამიანები ბიბლიოთეკით, რომლებიც ჯერ კიდევ არ გამხდარან მკითხველები.
ტრენინგის შემდეგ კი უკვე მონაწილეები მიღებულ ცოდნას კოლეგებს თავიანთ სოფლებში გაუზიარებენ.
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია
ლევილის ქართველთა ბიბლიოთეკა
საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერითა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ორგანიზებით, ლევილის ქართველთა შტოში ქართული ბიბლიოთეკა სულ მალე დასრულებულ სახეს მიიღებს.
ლევილში ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები იმუშავეს. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში იქმნება ლევილის სასაფლაოს ფოტოთეკა. აგრეთვე გაციფრდა მრავალი უნიკალური ფოტო.
ხულოს რაიონის ბიბლიოთკები
➡ ხულოს რაიონში უკვე აღდგენილია ღორჯომის, დიდაჭარის და ხიხაძირის ბიბლიოთეკები. აგრეთვე მალე აღდგება სოფელ რიყეთის ბიბლიოთეკა.
➡ აღნიშნული ბიბლიოთეკები აღიჭურვება კომპიუტერული ტექნიკით, ინტერნეტით, ხოლო ბიბლიოთეკარები გაივლიან ტრეინინგებს.
საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაცია
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ბიბლიოთეკები გაიხსნა
➡ 21-22 მარტს ხულოს მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ღორჯომში, დიდაჭარაში და ხიხაძირში გაიხსნა სასოფლო ბიბლიოთეკები. დღეს აღნიშნული სოფლის მოსახლეობას, მოსწავლე-ახალგაზრდობას, პედაგოგებს, აბიტურიენტებს ადგილზე შეუძლიათ ისარგებლონ კომპიუტერით, უფასო ინტერნეტით, წიგნებით, ჟურნალ-გაზეთებით. სულ მოკლე დროში ბიბლიოთეკა სოფელ რიყეთშიც აღდგება.
მოსახლეობას საშუალება ექნება მოიძიოს და წაიკითხოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია, გამართოს კულტურული ღონისძიებები, დებატები, ჩაატაროს ტრენინგები და თავისუფალი დრო გამოიყენოს საინტერესოდ და შინაარსიანად.
➡კომპიუტერზაცისა და ინტერნეტიზაციის პროექტები აღნიშნულ სოფლებში ხორციელდება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს პრეზიდენტის, საბიბლიოთეკო ასოციაციისა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ხულოს რაიონის ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით.
➡სასოფლო ბიბლიოთეკების აღდგენა შემდგომშიც გაგრძელდება.
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთკა
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - ადიგენის ბიბლიოთეკები
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაციასა და საინფორმაციო ცენტრის ფუნქციის შეთავსებას საბიბლიოთკო ასოციაციამ ადიგენის რაიონის ბიბლიოთეკები მოინახულა: აბასთუმანი, არალი, უდე.
საბოლოო ჯამში, შეირჩევა 70 ბიბლიოთეკა, რომელიც მიიღებს. პროექტში მონაწილეობას.
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - თეთრიწყაროს ბიბლიოთეკები
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაციასა და საინფორმაციო ცენტრის ფუნქციის შეთავსებას საბიბლიოთკო ასოციაციამ თეთრიწყაროს რაიონის ბიბლიოთეკები მოინახულა: ჭივჭავი, წინწყარო, მანგლისი, ჯორჯიაშვილი, ასურეთი, ბორბალო. კოდა,
საბოლოო ჯამში, შეირჩევა 70 ბიბლიოთეკა, რომელიც მიიღებს. პროექტში მონაწილეობას.