rusudan-(ი)ს ბლოგი
ინტერვიუ "კახეთის ხმა"-ზე -- ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას!
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის შესახებ „კახეთის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. საუბარი შეეხო იმ 48 ბიბლიოთეკას, რომელიც კახეთის რეგიონში ამ პროექტის ფარგლებში უკვე კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვა და ერთიან საბიბლიოთეკო ბაზაში ინტეგრირდა. ამასთან ყველა სოფლის ბიბლიოთეკა წიგნადი ფონდითაც განახლდა. ეს პროექტი ყველა რეგიონალურ ბიბლიოთეკებზეა გათვლილი და თანდათანობით ყველგან განხორციელდება.
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - სამტრედიის ბიბლიოთეკები
ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაციასა და საინფორმაციო ცენტრის ფუნქციის შეთავსებას საბიბლიოთკო ასოციაციამ სამტრედიის რაიონში სოფ. ღანირის ბიბლიოთეკა მოინახულა.
საბოლოო ჯამში, შეირჩევა 70 ბიბლიოთეკა, რომელიც მიიღებს. პროექტში მონაწილეობას.
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - ვანის ბიბლიოთეკები
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაციასა და საინფორმაციო ცენტრის ფუნქციის შეთავსებას საბიბლიოთკო ასოციაციამ ვანის რაიონის ბიბლიოთეკები მოინახულა : შუამთა, ზეინდარი.
საბოლოო ჯამში, შეირჩევა 70 ბიბლიოთეკა, რომელიც მიიღებს. პროექტში მონაწილეობას.
ბიბლიოთეკა თელავის რაიონის სოფელ ქვემო ხოდაშენში
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა თელავის რაიონის სოფელ ქვემო ხოდაშენში სოფლის ბიბლიოთეკა მოინახულა, რომლის ტექნიკური აღჭურვაც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან განხორცილდა. პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ ფარგლებში ფონდის დახმარებით კახეთის რეგიონში 45 ბიბლიოთეკა აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკით, მრავალფუნქციური ლაზერული პრინტერებით და ინტერნეტით. ბიბლიოთეკარებმა კი, კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გაიარეს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ამ ბიბლიოთეკების სახით სოფლებში შეიქმნება საინფორმაციო ცენტრები, რომლებსაც კულტურულ - საგანმანათლებლო კერების დატვირთვა ექნებათ, სოფლის ახალგაზრდებს და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ შეიკრიბონ და სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელონ
პრეზიდენტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში არსებული ყველა სოფლის ბიბლიოთეკის ფონდები შეივსო ახალი გამოცემებით.
პროექტს საბიბლიოთეკო ასოციაცია ახორციელებს.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, წელს, პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკისათვის“ მეორე ეტაპი ხორციელდება - „თანამედროვე ინტერნეტსერვისები საქართველოს სოფლების მოსახლეობისათვის". საბიბლიოთეკო ასოციაცია ფონდის დაფინანსებით საქართველოს საზღრისპირა რეგიონებში 70 სოფლის ბიბლიოთეკის ინტერნეტიზაციას განახორციელებს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით 24 თებერვალს საქართველოში პირველად აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.
საქართველო პირველად შეურთდა ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდა მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი. ამ ღონისძიებაში მნიშვნელოვანი იყო კულტურის ცენტრების ჩართულობა, რათა საქართველოში წიგნის შემდგომ პოპულარიზაციას შეეწყოს ხელი.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მასპინძლობს სასწავლო დაწესებულებების და რეგინალური ბიბლიოთეკებისბიბლიოთეკართა კვალიფიკაციის ამაღლების მორიგ ტრეინინგს, რომელიც ტარდება საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ორგანიზებით.
საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაცია შეურთდა აღნიშნულ ინიციატივას და ამჯერად მსმენელებს შესთავაზა წიგნის საჯაროდკითხვის მსოფლიო დღეში ჩართულობა, კერძოდ მორიგ ტრენინგ-სესიაზე ხმამაღლა (საჯაროდ) იქნა წაკითხული ლექსები ბიბლიოთეკარი პოეტების კრებულდან "ბიბლიოთეკარი პოეტი" (შემდგენელი ინგა ფილაური-ლორია, გამოცემის თარიღი 2015 წ.). მოწვეული იყვნენ კრებულის ავტორი პოეტები.
ღონისძიების ამსახველი ფოტო მასალა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს facebookგვერდზე
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - ჩოხატაურის ბიბლიოთეკები
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაციასა და საინფორმაციო ცენტრის ფუნქციის შეთავსებას საბიბლიოთკო ასოციაციამ ჩოხატაურის რაიონის ბიბლიოთეკები მოინახულა : ჯვარცხმა, ერკეთი, ქვენობანი, ხევი, ბჟოლეთი, შუა ამაღლება, დაბლაციხე.
საბოლოო ჯამში, შეირჩევა 70 ბიბლიოთეკა, რომელიც მიიღებს. პროექტში მონაწილეობას.
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - ლანჩხუთის ბიბლიოთეკები
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაციასა და საინფორმაციო ცენტრის ფუნქციის შეთავსებას საბიბლიოთკო ასოციაციამ ლანჩხუთის რაიონის ბიბლიოთეკები მოინახულა : ჩობათი, ლესა, სუფსა, მაჩხვარეთი, აცანა, აკეთი, ჭანჭათი, მამათი, ეცერი, ბაღლეფი, ნინოშვილი, ჩოჩხათი, რმაღელე, ნიგვზიანი.
საბოლოო ჯამში, შეირჩევა 70 ბიბლიოთეკა, რომელიც მიიღებს. პროექტში მონაწილეობას.