rusudan-(ი)ს ბლოგი

დავეხმაროთ ქართველ მწერალს!

  ძვირფასო მეგობრებო,

 

რამდენიმე ხნის წინ მომმართა საქართველოს მწერალთა კავშირმა თხოვნით რომ შეძლებისდაგვარად დავხმარებოდით საქართველოს მწერალთა კავშირის წევრს, პოეტსა და მწერალს, ორ შვილმკვდარ მამას, ბატონ მურად ჭოლოკავას. ამ ადამიანს ავტოკატასტროფის შედეგად, 2006 წელს 30 წლის ვაჟი დაეღუპა. 2012 წელს კი 26 წლის ირაკლი. გთხოვთ ასევე გაეცნოთ მწერალთა კავშირის მიერ მოწერილ წერილს (იხილეთ მიმაგრებული ფაილი)

ჩვენი დახმარება გამოიხატება ბატონი მურადის ავტორობით გამოცემული წიგნების შეძენაში. ესენია: რომანი "ბედისწერის გზაჯვარედინი", ლექსების კრებული "დარდისერთა" და "100 ლექსი". თითო წიგნის ფასია 10 ლარი.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაუკავშირდეთ ბატონ მურად ჭოლოკავას ტელეფონის ნომერზე 595773787

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია მადლობას უხდის გამომცემლობა "დიოგენეს" და ლაშა გველესიანს!

ეროვნულ ბიბლიოთეკას მელვინ მენჩერის სახელმძღვანელოს 50 ეგზემპლარი გადაეცემა 

4 თებერვალს „ფრონტლაინ კლუბში“ ამერიკელი ჟურნალისტის მელვინ მენჩერის ცნობილი სახელმძღვანელოს „ახალი ამბების გაშუქება და წერა“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღვანელო ინგლისურიდან თარგმნა ეროვნული ბიბლიოთეკის პარლამენტის სამეცნიერო საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა ლაშა გველესიანმა. 
წიგნი გამომცემლობა ,,დიოგენემ’’ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით გამოსცა. ქართულად სახელმძღვანელოს უახლესი, მეთორმეტე, გამოცემა ითარგმნა. იგი მსოფლიოს ასზე მეტ უმაღლეს სასწავლებელში გამოიყენება და ჟურნალისტებს თანამედროვე ჟურნალისტიკის ძირითად პრინციპებს გააცნობს. 
გამომცემლობა ,,დიოგენე’ და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციას გამოცემის 50-50 ეგზემპლარს გადასცემენ. წიგნები საქართველოს რეგიონების ბიბლიოთეკებში დარიგდება.

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დვანის მუნიციპალიტეტს 500 წიგნი გადასცა

6 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები სოფელ დვანის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ და 500-მდე წიგნი გადასცეს საჩუქრად. გაიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზების პრეზენტაცია.

ინფოარხების ცნობების შეკრება