rusudan-(ი)ს ბლოგი

ციფრული „დიასპორის ბიბლიოთეკის“ გადაცემა

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტმა რუსუდან ასათიანმა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებს სპეციალურად დიასპორისთვის შექმნილი ციფრული ბიბლიოთეკა წარუდგინა.

ეს გახლდათ, ოფიციალური წარდგინება ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გამართული ციფრული ბიბლიოთეკის გადაცემის ცერემონიალისა. როგორც ცნობილია საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს ელექტრონული დიასპორის ბიბლიოთეკა გადასცარომელიც შემდგომში ინტეგრირებული იქნება სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შექმნილ დიასპორულ ქსელში   www.tanamemamule.ge.

 

დიასპორის ბიბლიოთეკით სარგებლობის საშუალება ექნება ნებისმიერ მსურველს ვინც სარგებლობს დიასპორის სოციალურ ქსელით.


[საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია]

"წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას"

27-28 დეკემბერს საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაციის ორგანიზებით 
გაიმართა სოფლის ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის აქცია.

ორი დღის განმავლობაში, 10-დან - 18 სთ-მდე, გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი უახლესი ქართული გამოცემებიდან, სოფლის ყველა ბიბლიოთეკას საშუალება მიეცა თავად გაეკეთებინა არჩევანი და შეეძინა სასურველი ლიტერატურა, თითოეულ ბიბლიოთკაზე გამოყოფილი 500 ლარიანი ვაუჩერის საშუალებით. 

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია დიდ მადლობას უხდის ბატონ პრეზიდენტს, დღევანდელი დღისთვის. ეს აქცია არის არამხოლოდ ძვირფასი საჩუქარი! თვითონ ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტი მხარდაჭერას უცხადებს ბიბლიოთეკებს და არის ბიბლიოთეკების მეგობარი გამოიწვევს ბიბლიოთეკების შემდგომ განვითარებას და გაუმჯობესებას. ეს კი სამომავლოდ მისცემს მეტ სტიმულს მუნიციპალიტეტებს, რათა მათ მეტად იზრუნონ სოფლის ბიბლიოთეკებზე, რაც პრაქტიკულად შეუძლებლად გვეჩვენებოდა ცოტა ხნის წინ.

"წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას"

ა.წ. 27-28 დეკემბერს საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაცია, სოფლის ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტის ფარგლებში, გთავაზობთ გამოფენას, სახელწოდებით: „წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“

ორი დღის განმავლობაში, 10-დან - 18 სთ-მდე, გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი უახლესი ქართული გამოცემებიდან, სოფლის ყველა ბიბლიოთეკას საშუალება ექნება თავად გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს სასურველი ლიტერატურა, თითოეულ ბიბლიოთკაზე გამოყოფილი 500 ლარიანი ვაუჩერის საშუალებით.  ღონისძიება ტარდება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციული კორპუსის საგამოფენო დარბაზში (გუდიაშვილის 7).

საქართველოში ამჟამად  613 საჯარო ბიბლიოთეკაა, რომელთა წიგნადი ფონდი ბოლო წლების განმავლობაში ბიბლიოთეკების მცირე ბიუჯეტის გამო, პრაქტიკულად არ შევსებულა.

პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებითა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: საქართველს საბიბლიოთკო ასოციაცია, საკონტაქტო პირები: 

რუსუდან ასათიანი : 577 43 64 78; ruska110@gela.org.ge
ინა რობაქიძე : 555362924; ina.r@sciencelib.ge

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

ძვირფასო მეგობრებო!

სიხარულით გაცნობებთ, 

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციას საქართველოს პრეზიდენტის ფონდისგან გამოეყო თანხა სოფლის ბიბლიოთეკების  უახლესი წიგნადი გამოცემებით აღჭურვის მიზნით. 

 

ჩვენი მონაცემებით, საქართველოში ამჟამად ფუნქციონირებს 613 სასოფლო და ცენტრალური ბიბლიოთეკა. სასოფლო ბიბლიოთეკების ფონდი ბოლო წლების განმავლობაში ბიბლიოთეკების მცირე ბიუჯეტის გამო პრაქტიკულად არ შევსებულა. 

პროექტის მიზანია, სოფლის ბიბლიოთეკებისათვის გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი უახლესი ქართული გამოცემებიდან (გამოცემების დაბეჭდვის თარიღი უნდა იყოს 2004 წლის შემდგომი პერიოდი) ახალი წიგნების გადაცემა. 

გადასაცემ წიგნებს აირჩევენ თავად ბიბლიოთეკები. 

თითოეულ ბიბლიოთეკაზე გამოყოფილია 500 ლარი, ხოლო ბიბლიოთეკარები წიგნებს აარჩევენ ამ მიზნით სპეციალურად გამართულ გამოფენაზე, რომელიც გაიმართება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციულ კორპუსის საგამოფენო დარბაზში, .. 27-28 დეკემბერს. 

 

წიგნების შესყიდვას ბიბლიოთეკარები განახორციელებენ ვაუჩერების საშუალებით. ყველა გამომცემელსა და წიგნებით მოვაჭრეს გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გამოგვიგზავნოთ მეილზე: ruska110@gela.org.ge და ina.r@sciencelib.ge   .. 20 დეკემბრამდე. (იხილეთ თანდართული ფაილები 

 

წიგნის გამოფენაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა ჩარიცხონ მოსაკრებელი - 50 ლარი საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ანგარიშზე: 

 

საბანკო რეკვიზიტები:                                                        

სს "თიბისი ბანკი"                                                               

კოდი:  TBCBGE22                                                          

ანგარიშსწორების ანგარიში:                                             

GE31TB0600000100700162 (ლარი)      

 

წიგნების გამოფენაში მონაწილეობის მსურველ გამომცემლებთან და წიგნის მოვაჭრეებთან გაფორმდება ხელშეკრულება.

 

საკონტაქტო პირები: რუსუდან ასათიანი: 577436478, ruska110@gfela.org.ge

ინა რობაქიძე: 555362924,  ina.r@sciencelib.ge

ვაუჩერიზაციის პროექტის სარეგისტრაციო ფორმა და 'საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის' საბანკო ანგარიში იხილეთ თანდართულ ფაილებზე

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მიმართვა ასოციაციაში გაწევრიანების მსურველ ორგანიზაციებს და ინდივიდუალურ პირებს!!!

საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაცია ყველა დაინტერესებულ ინდივიდუალ და კოლექტიურ პირებს გთავაზობთ გახდეთ საბიბლიოთკო ასოცაციის წევრი და იმავრდოულად ისარგებლოთ გარკვეული პრივილეგიებით.  

ამასთანავე საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან არსებული კონსორციუმი ერთობლივი ხელშეკრულებით, დაგეხმარებათ ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის  შეძენასა და ახალი საინფორმაციო მასალების ხელმოწერისთან დაკვშირბულ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში.

უფრო დაწვრილებით საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაციის მიმართვის სრული ტექსტი და ინფორმაცია თქვენი წლიური ბიუჯეტის მიხედვით საწევროს ღირებულების  შესახებ, ასევე  ხელშეკრულების ფორმები როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური წევრებისათვის, იხილეთ - მიბმულ ფაილებზე

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე:  591 17 41 10 (ციცო)

ბიბლიოთეკართა გადამზადების ტრენინგი!!!

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცისთან არსებული ბიბლიოთეკართა გადასამზადბელი  ტრენინგ-კურსი იწყებს კიდევ ერთ საინტერესო, სასწავლო პროგრამას. ბიბლიოთეკართა მორიგი გადამზადების კურსები დეკემბრიდან ორი კვირის განმავლობაში კვლავ აქტიურ რეჟიმში განახლდება. ტრენინგების პირველი დღე უკვე დაიგეგმა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ალექსიძის ქ. 1/4. დასასრულს მსმენელთა დაჯილდოვების ცერემონიალს და დიპლომების გადაცემას კი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა უმასპინძლებს.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე:  591 17 41 10 (ციცო).

ინფოარხების ცნობების შეკრება