rusudan-(ი)ს ბლოგი

საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიის აკადემიური ბიბლიოთეკის დირექტორი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

DSCF8769საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლატვიის უნივერსიტეტის აკადემიური ბიბლიოთეკის დირექტორი ვენტა კოცერე საქართველოსა და ლატვიის  რესპუბლიკას  შორის  მეგობრული; ურთიერთობის გაღრმავებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის  საქმეში  შეტანილი  პირადი  წვლილისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტის ახალი ინიციატივა - "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას"

▶ საპილოტე პროექტი "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" გულისხმობს კახეთის რეგიონში რეგისტრირებული სოფლის ბიბლიოთეკების კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით უზრუნველყოფას.აღნიშნულ რეგიონში სულ 76 სასოფლო ბიბლიოთეკაა.  ამ ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდი შევსებულია 500 ლარის ღირებულების წიგნებით პროექტის "წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა და რაც უპრეცენდენტო დაფინანსება იყო ბიბლიოთეკებისა ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

✔ მიუხედავად ამისა, ბიბლიოთეკების  რეაბილიტაციისათვის  უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია მათი უზრუნველყოფა ინტერნეტში ჩართული კომპიუტერებით, რადგან, ვფიქრობთ რომ მხოლოდ წიგნადი ფონდის განახლებით  ბიბლიოთეკა ვერ იქცევა თანამედროვე საინფორმაციო ცენტრად.  ასევე, ნიშვნელოვანია ბიბლიოთეკების თანამშრომელთა გადამზადება, რათა მათ შეძლონ ინტერნეტის მეშვეობით საჭირო ინფორმაციის მოძიება და ამ ინფორმაციით ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფა.

✔ აღნიშნული პროექტი გულისხმობს კახეთის რეგიონში რეგისტრირებული სოფლის ბიბლიოთეკების თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანას, მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, ასევე,თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და თანამედროვე სერვისების დანერგვას.ბიბლიოთეკებისათვის კომპიუტერული ტექნიკის შეძენას, ინტერნეტით უზრუნველყოფას, თანამშრომლებისთვის კომპიუტერისა და ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაციის მოძიების სწავლებას (მათ შორის თანამედროვე სოციალური ტექნოლოგიების Skype, Facebook და ა.შ.) , საერთაშორისო და ქართულ ელექტრონულ ბაზებზე წვდომას, სოფლის ბიბლიოთეკების  ერთმანეთთან და რეგიონის მთავარ ბიბლიოთეკასთან, ასევე, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ინტეგრაციას.

✔ პროექტის მთავარი კოორდინატორია ააიპ საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია. პროექტს მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

 

[საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაცია]

ბიბლიოთეკების კვირეული - "ინოვაციური ბიბლიოთეკა თანამედროვე საზოგადოებისთვის“

2015 წლის 30 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ყველა მოქმედ ბიბლიოთეკაში ჩატარდება  ბიბლიოთეკების კვირეული.

 

ტრადიციულად, კვირეულის დღეებში საქართველოს ბიბლიოთეკებში ტარდება სხვადასხვა საჯარო ტიპის ღონისძიებები. მხატვრული თუ ფოტო გამოფენები, ლიტერატურული საღამოები, წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები მწერლებთან, პოლიტიკოსებთან, საზოგადო მოღვაწეებთან თუ საინტერესო პიროვნებებთან, კონკურსები, სემინარები, დისკუსიები, საქველმოქმედო აქციები და სხვა.

საბიბლიოთეკო კვირეული უკეთ  წარმოაჩენს ბიბლიოთეკებში განხორციელებულ ინოვაციურ პროექტებს, ხდება ბიბლიოთეკარებს შორის გამოცდილებების გაზიარება, საერთო  პრობლემების გარშემო გაერთიანება და  მათი გადაჭრის გზების ერთობლივად ძიება.

წელს   საბიბლიოთეკო კვირეულის გახსნის ღონისძიება ჩატარდება 30 აპრილს, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, 14:00 საათზე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება წიგნი "ბიბლიოთეკარი პოეტი", რომელიც ჩვენი ბიბლიოთეკარების თხოვნით შეიქმნა. ხოლო კვირეულის დახურვა შედგება 11 მაისს, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში 14:00 საათზე, კვირეულის დახურვაზე გაიმართება პრეზენტაციების კონკურსი თემაზე "ინოვაციური სერვისები ჩემს ბიბლიოთეკაში".

ინოვაციურად შეიძლება ჩაითვალის ისეთი ღონისძიება, რომელიც უკავშირდება:

 • ახალიმომხმარებლისათვის ჯერ კიდევ უცნობი 

 მომსახურების ფორმის შექმნასრაიმე ახლის დანერგვას ან არსებულის  ხარისხის გაუმჯობესება 

• ახალი მეთოდის დანერგვარომელიც ამ დარგისათვის 

 პრაქტიკულად უცნობიიყო (ეს შეიძლება იყოს რომელიმე 

 მომსახურების შესრულების ახალი ხერხი, წესი ან ფორმა) 

• მომსახურების ახალი სფეროებისა და ჯგუფების ათვისება 

• წიგნმომარაგების ახალი წყაროების გამოყენება;

• შესაბამისი რეორგანიზაციის ჩატარება ბიბლიოთეკაში და სხვა.

კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 15 აპრილს და დასრულდება 25 აპრილს (საბიბლიოთეკო ასოციაციის ელექტორნული ფოსტის მეშვეობით). გამარჯვებულს გამოავლენს დამსწრე საზოგადოება, ჯილდო კი - Amazon Kindle  დააწესა ეროვნულმა ბიბლიოთეკამ. 

 

გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია კვირეულის ფაგლებში თქვენს ბიბლიოთეკაში დაგეგმილი ღონისძიებებისა და კვირეულის დახურვის ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ. (ბიბლიოთეკის, ღონისძოიების დასახებელისა და თარიღის მითითებით)

 

[საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია]

VOTE!!! ხმა მიეცით ბიბლიოთეკების მომავალს!!!

http://groups.itu.int/stocktaking/WSISProjectPrizes.aspx#vote

VOTE

WSIS Project Prizes 2015

✔ ყველას გახსოვთ როგორ გამოიყურება ნუკრიანის და ხიდისთავის განახლებული ბიბლიოთეკა. ჩვენ ძალიან გვინდა რომ ეს პროექტსი გაგრძელდეს და საქართველოს ყველა სოფელში გვქონდეს მსგავსი ტიპის ბიბლიოთეკა.
✔ ჩვენი პროექტი "საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისათვის" წარდგენილია გაეროს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის მიერ განხორციელებულ, საინფორმაციო საკითხებისადმი მიძღვნილ მაღალი დონის მსოფლიო კონკურსზე (#WSIS Project Prizes) პროექტი მეორე ტურში უკვე გადავიდა. ახლა საჭიროა, რაც შეიძლება მეტმა ორგანიზაციამ (აუცილებელი პირობა) დაუჭიროს ამ პროექტებს მხარი. დარეგისტრირებისას მიუთითეთ ორგანიზაცია, რომელსაც წარმოადგენთ.
ხმის მიცემა საკმაოდ მარტივია. Vote-ს კატეგორიაში, მე-3 გვერდზე იპოვით პროექტს სახელწოდებით Public Libraries for Local Development. ჩვენი პროექტი ჩამონათვალში ბოლოდან მეოთხეა. დააწკაპუნეთ Vote-ზე, რის შემდეგაც მოგთხოვთ დადასტურებას - confirm. ამის შემდეგ ხმის მიცემის პროცედურა დასრულებული იქნება.
ჩვენი პროექტი ასეთი წარმატებული არ იქნებოდა, რომ არა პროექტის "ელექტრონული მმართველობის განვითარება ადგილობრივი თვითმმართველობებში" გუნდი, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ბიბლიოთეკებში საზოგადოებრივი ცენტრების ინტეგრაციის პროცესში. აღნიშნული პროექტიც გადავიდა მეორე ეტაპზე, მას იპოვით Vote-ს კატეგორიაში, მე-2 გვერდზე სახელწოდებით Introduction of e-Governance in Local Governments.
გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ თქვენთვის სასურველ პროექტებს. ხმის მიცემა დასრულდება 1 მაისს.

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

"ქართული ენის ბიბლიოთეკა" სოფელ პატარა პამიჯის სომხურ სკოლაში


2015 წლის 15 აპრილს, ახალციხის რაიონის სოფელ პატარა პამაჯის სომხურ სკოლაში იმყოფებოდნენ საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი რუსუდან ასათიანი და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სოფელ პამაჯის სომხურ სკოლას საჩუქრად 500 წიგნი გადასცა. მხატვრული ლიტერატურა ქართულ ენაზე სამწუხაროდ აქამდე ამ სკოლაში არ იყო, ასე რომ ამ დღეს, აქ ერთი ქართული ბიბლიოთეკა დაარსდა, ხოლო სოფელ პატარა პამაჯის ბიბლიოთეკას "ქართული ენის ბიბლიოთეკა" დაერქვა.

რაიონისა და სოფლის ხელმძღვანელობასთან უშუალო შეხვედრის დროს დაისახა ბიბლიოთეკასათან სამომავლო თანამშრომლობის გეგმა. ქართული ბიბლიოთეკის გახსნას პატარა პამაჯის ადგილობრივი მოსახლეობა სიხარულით შეხვდა.

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

"წიგნი ყველა სოფელს" - ოზურგეთი, სოფელი შრომა

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მიერ ორგანიზებული პროექტიში "წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ოზურგეთის რაიონის სოფელი შრომის ბიბლიოთეკაც ჩაერთო. მათ გადაეცათ საქართველოს პრეზიდენტის საჩუქარი 500 ლარიანი ვაუჩერის სახით.

[საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია]

ხულოს რაიონი, სოფელი დიდაჭარა

 

 

19 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ხულოს რაიონის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას 500 წიგნი გადასცეს. 
უახლოეს ხანში საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა და ეროვნული ბიბლიოთეკისა ინიციატივით იგეგმება სოფელ დიდაჭარის საჯარო ბიბლიოთეკის აღდგენა. პირველი შეხვედრა ბიბლიოთეკის აღდგენის თაობაზე ხულოს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში უკვე შედგა.

 

სკოლის წიგნების გადაცემის ღონისძიებას მსახიობი დუტა სხირტლაძეც ესწრებოდა. მან სკოლის მოსწავლეებთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო. 

 

ინფოარხების ცნობების შეკრება