
ღონისძიებები
| ხუთ | ||
|---|---|---|
| დასაწყისი18/02/2016 22:45 
 21 თებერვალს, ექვთიმე თაყაიშვილის გარდაცვალების დღეს 10:00-13:00 სთ-მდე, შედგება მსვლელობა ექვთიმე თაყაიშვილის სახლიდან (ვაშლოვანის ქუჩა N6, ექვთიმე თაყაიშვილის საქველმოქმედო ფონდი) მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, 12:00 სთ-ზე მამადავითის ტაძრის წინამძღვარი მთაწმინდის პანთეონში გადაიხდის პარაკლისს. ექვთიმე თაყაიშვილს ღვაწლზე ისაუბრებენ სასულიერო და საერო პირები. მსვლელობა გაიმართება საქართველოს საბობლიოთკო ასოციაციის, საქართველოს საპატრიარქოს ბიბლიოთეკის და ექვთიმე-ღვთისკაცი თაყაიშვილის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით. მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ საპატრიარქოს ბიბლიოთეკის,  თბილისისა და რეგიონალური ბიბლიოთეკების თანამშრომლები და მკითხველები; ექვთიმე-ღვთისკაცის სახელობის 163 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები; სტუდენტები; ექვთიმე-ღვთისკაცის სახელობის ტაძრის მრევლი და სასულიერო პირები. საინფორმაცო მხარდაჭერა: საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“. მსურველებს შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ. ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 557 60 08 35 ციცო ქველიძე. 
 | ||
 
      


 English
 English Georgian
 Georgian