ირინა კუჩმას პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

28/06/2012 11:00

 

მოგესალმებით,

გაცნობებთ რომ საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მოწვევით ჩამოდის ქალბატონი ირინა კუჩმა (უკრაინა), საერთაშორისო ორგანიზაცია EIFL - ის თავისუფალი წვდომის (Open Access) პროგრამის მენეჯერი რომელიც ჩაატარებს პრეზენტაციებს ორი დღის განმავლობაში და შეხვდება სხვადასხვა ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს.

პრეზენტაციები ჩატარდება ორი დღის განმავლობაში:

1. 28 ივნისს, ხუთშაბათს 11 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (საკონფერენციო დარბაზი). 

თემა: თავისუფალი წვდომა. ეროვნული სტრატეგია. პროგრამული პაკეტები Dspace და OJS.

2. 29 ივნისს, პარასკევს 11 საათზე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში (1 კორპუსის 214 აუდიტორია)

თემა: თავისუფალი წვდომა და სამეცნიერო კომუნიკაცია. პროგრამული საშუალებები და პრაქტიკული მაგალითები.

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად წარადგენს საქართველოში თავისუფალი წვდომის პროგრამის განვითარების გეგმას.