კოჰა (KOHA) კიდევ ორ ქართულ ბიბლიოთეკაში

საქართველოს კიდევ ორ დიდ ბიბლიოთეკაში გაიმართა ელექტრონული კატალოგები ღია პროგრამის – ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა "კოჰა"-ს – საფუძველზე.


კერძოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეს სისტემა გაიმართა ივნისის დასაწყისში, სწავლება ჩაუტარდა მის თანამშრომელებს და დაიწყო მისი კატალოგის შევსება. (იხილეთ: http://opac.gtu.ge/)


ხოლო ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში კოჰას სისტემა უკვე გამართულია, ხოლო თანამშრომელთა მომზადება ჩატარდება ივლისში.


კოჰა წარმოადგენს მძლავრ თანამედროვე სისტემას რომელიც უკვე მოქმედებს ისეთ ბიბლიოთეკებში როგორიცაა: თსუ – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკასაქართველოს ეროვნული არქივის ბიბლიოთეკა, ISET, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკა ("ქუთაისის საჯარო"), სასჯელაღსრულების სისტემაში შემავალ ახალ ბიბლიოთეკაში.


 


 

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.