კოჰა (KOHA) კიდევ ორ ქართულ ბიბლიოთეკაში
საქართველოს კიდევ ორ დიდ ბიბლიოთეკაში გაიმართა ელექტრონული კატალოგები ღია პროგრამის – ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა "კოჰა"-ს – საფუძველზე.
კერძოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეს სისტემა გაიმართა ივნისის დასაწყისში, სწავლება ჩაუტარდა მის თანამშრომელებს და დაიწყო მისი კატალოგის შევსება. (იხილეთ: http://opac.gtu.ge/)
ხოლო ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში კოჰას სისტემა უკვე გამართულია, ხოლო თანამშრომელთა მომზადება ჩატარდება ივლისში.
კოჰა წარმოადგენს მძლავრ თანამედროვე სისტემას რომელიც უკვე მოქმედებს ისეთ ბიბლიოთეკებში როგორიცაა: თსუ – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული არქივის ბიბლიოთეკა, ISET, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკა ("ქუთაისის საჯარო"), სასჯელაღსრულების სისტემაში შემავალ ახალ ბიბლიოთეკაში.
კომენტარის გამოქვეყნება