საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის 2011-2012 სასწავლო წლის შემაჯამებელი საერთო კრება

 konsorciumis kreba

2012 წლის 12 ივლისს 15:00 საათზე ჩატარდა საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის 2011-2012 სასწავლო წლის შემაჯამებელი საერთო კრება.კრებაზე განხილული იყო საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის წარმომადგენლების ვიზიტი საერთაშორისო ორგანიზაცია EIFL–ის გენერალურ ასამბლეაზე ”გუთენბერგიდან ინტერნეტამდე - რენესანსი ბიბლიოთეკებისათვის”, რომელიც ჩატარდა ამა წლის 2–5 ივლისს ქ. ერევანში.

კრებაზე მიიღეს ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: გადაწყდა რომ სექტემბრიდან ჩაირთვება საცდელი ვადით სხვადასხვა სამეცნიერო მონაცემთა ბაზები და ელექტრონული წიგნები, რომელთა ჩართვის თანმიმდევრობასაც სექტემბერში წერილობით შევათანხმებთ.

ქართველ მეცნიერებს საშუალება ეძლევათ განათავსონ სამეცნიერო სტატიები სრულიად უფასოდ მრავალ მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებში და მრავალი სხვა.
 
თათბირში მონაწილე ორგანიზაციის წარმომადგენლებს გადაეცათ საჩუქრები.

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.