სკოლის ბიბლიოთეკების საერთაშორისო თვე
IASL (სკოლის ბიბლიოთეკების საერთაშორისო ასოციაცია) ხელმძღვანელობამ სკოლის ბიბლიოთეკის დღე 2008 წელს შეცვალა სკოლის ბიბლიოთეკების საერთაშორისო თვედ, რომელიც ოქტომბერში ტარდება. ეს ცვლილება დაკავშირებულია IASL–ის 10 წლისთავთან. სკოლას აქვს უფლება თვითონ დაადგინოს მათთვის სასურველი ერთი დღე ოქტომბერში, რომელიც უფრო ხელსაყრელი იქნება მისთვის. შეიძლება ერთი კვირა , ან მთლიანად მთელი თვე , მიძღვნილი სკოლის ბიბლიოთეკისადმი.
სკოლის ბიბლიოთეკების საერთაშორისო თვის აღსანიშნავად შეიქმნა ლოგო :
ამ დღესასწაულის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები. ერთ–ერთი არის „წიგნის სანიშნების“ გაცვლის პროექტი.
პროექტში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის სკოლები. 2011 წელს მონაწილეობდა
23 ქვეყნის, 16.691 მოსწავლე, რომელთა ასაკი იყო 4–17 წელი : ხორვატია, უნგრეთი, აშშ, ჰონკონგი, ჩინეთი, კანადა, ინდოეთი, ავსტრალია, რუმინეთი, იტალია, რუსეთი, შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, პორტუგალია, სინგაპური, სლოვენია, საქართველოს რესპუბლიკა, ინდონეზია, პოლონეთი, ესპანეთი და ნიგერია. ბავშვებმა შეიძინეს მეგობრები მთელს მსოფლიოში.
წიგნის სანიშნების გაცვლის პროექტი არის ძალიან მარტივი, სასიამოვნო და მხიარული, ერთმანეთს უზიარებენ აზრებს წიგნებსა და ბიბლიოთეკებზე, იძენენ ახალ მეგობრებს. თუ თქვენ და თქვენს მოსწავლეებს არ მიგიღიათ მონაწილეობა,წინ მთელი წელი გაქვთ , შეგიძლიათ დააკავშიროთ ერთმანეთს ბავშვები და მოამზადოთ წიგნის სანიშნები ოქტომბრისთვის.
რას გვიყვებიან პროექტის მონაწილეები:
პაკისტანი:
წელს ჩვენ ავირჩიეთ ორი ცნობილი ლიტერატურული მოღვაწე, მირზა ხალიბი და ჩარლზ დიკენსი. 2012 წელს აღინიშნება მათი 200 წლისთავი.მოსწავლეებმა დაამზადეს წიგნის სანიშნები და გაუგზავნეს საზღვარგარეთის სკოლებს, 2012 წლის წიგნის სანიშნების გაცვლის პროექტის ფარგლებში, რომელიც გაიმართა IASL –ის (სკოლის ბიბლიოთეკების საერთაშორისო ასოციაცია) ორგანიზებით.
სამხრეთ აფრიკა:
სკოლის ბიბლიოთეკების საერთაშორისო ასოციაციამ გამოაცხადა, საერთაშორისო დღედ ოქტომბერი.მთელს მსოფლიოში ზეიმობენ ამ დღესასწაულს,რათა აჩვენონ ბიბლიოთეკის როლი და სარგებლობა , მოსწავლეების აკადემიური მოსწრების ამაღლების საქმეში.
სკოლები თავიანთი მრავალფეროვანი საქმიანობის ფონზე, ახდენენ პრეზენტაციებს,რომელიც მიმართულია ბიბლიოთეკის განვითარების და ორგანიზებისაკენ. ხელი შეუწყონ კითხვის განვითარების და კითხვის სიყვარულის დანერგვას. სწავლისა და სწავლების , ინფორმაციის მოძიების და გამოყენების უნარებს.
მიზანი არის ბიბლიოთეკის როლის წინ წამოწევა, განათლების დონის ამაღლება და ბიბლიოთეკებს შორის გამოცდილების გაზიარება.
კომენტარის გამოქვეყნება