თბილისის მედიათეკის გახსნა – იგი საბიბლიოთეკო ასოციაციის სერვისით სარგებლობს
29 მარტს ვაკის პარკში თბილისის პირველი მედიათეკა გახსნა.
ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე მოზარდებისა და დიდების დარბაზი, მულტიმედიური განყოფილება, წიგნისა და სუვენირების მაღაზია, საპრეზენტაციო, საგამოფენო და კულტურული აქტივობების დარბაზებია განთავსებული.
მეორე მედიათეკის მშენებლობა ვარკეთილში, მაისში დასრულდება. სულ, ქალაქში, ხუთი ცენტრი აშენდება.
მედიათეკების ხელმძღვანელია ქალბატონი მაკო ჭოღოშვილი. მისი განმარტებით მედიათეკის ერთწლიანი აბონემენტის ღირებულება 15 ლარით განისაზღვრა.
თბილისის მედიათეკებში საბიბლიოთეკო ასოციაციის დახმარებით გაიმართა ელექტრონული კატალოგი, (პროგრამა KOHA–ს ბაზაზე) და ხელმისაწვდომია ელექტრონული წიგნებისა და პერიოდული გამოცემების მონაცემთა ბაზები (ესეც ასოციაციის პროექტის ფარგლებში). მედიათეკების თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგი ამ საინფორმაციო საშუალებების მართვასა და გამოყენებაზე.
წყარო: http://news.ge/ge/news/story/50320-tbilisshi-pirveli-mediateka-gaikhsna
კომენტარის გამოქვეყნება