თბილისის მედიათეკის გახსნა – იგი საბიბლიოთეკო ასოციაციის სერვისით სარგებლობს

The text size have not been saved, because your browser do not accept cookies.


29 მარტს ვაკის პარკში თბილისის პირველი მედიათეკა გახსნა.


ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე მოზარდებისა და დიდების დარბაზი, მულტიმედიური განყოფილება, წიგნისა და სუვენირების მაღაზია, საპრეზენტაციო, საგამოფენო და კულტურული აქტივობების დარბაზებია განთავსებული.


მეორე მედიათეკის მშენებლობა ვარკეთილში, მაისში დასრულდება. სულ, ქალაქში, ხუთი ცენტრი აშენდება.


მედიათეკების ხელმძღვანელია ქალბატონი მაკო ჭოღოშვილი. მისი განმარტებით მედიათეკის ერთწლიანი აბონემენტის ღირებულება 15 ლარით განისაზღვრა.


თბილისის მედიათეკებში საბიბლიოთეკო ასოციაციის დახმარებით გაიმართა ელექტრონული კატალოგი, (პროგრამა KOHA–ს ბაზაზე) და ხელმისაწვდომია ელექტრონული წიგნებისა და პერიოდული გამოცემების მონაცემთა ბაზები (ესეც ასოციაციის პროექტის ფარგლებში). მედიათეკების თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგი ამ საინფორმაციო საშუალებების მართვასა და გამოყენებაზე.


წყარო: http://news.ge/ge/news/story/50320-tbilisshi-pirveli-mediateka-gaikhsna

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.