საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტის ვიზიტი ამბროსი ხელაიას სახელობის კულტურის ცენტრში
24 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს ჭყონდიდის ეპარქიის ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრს ესტუმრნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი. კულტურის ცენტრსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, კულტურის ცენტრ საჩუქრად გადაეცა ათასი წიგნი.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მხარეებმა დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საბიბლიოთეკო ასოციაციასთან ერთად კულტურის ცენტრს შესთავაზა ერთიან ელექტრონულ ციფრულ ბიბლიოთეკაში ჩართვა და ამის განსახორციელებლად შესთავაზა კადრების გადამზადება, ასევე მარტვილში მცხოვრებ კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებისათვის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზების დათმობა რათა მათ საკუთარი შემოქმედება გაცნონ ფართო საზოგადოებას. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომლები და ადგილობრივი მსახლეობა.
კომენტარის გამოქვეყნება